- Advertisement -

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

შემთხვევა გოგოლის ქუჩაზე მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, გარდაცვლილი ერთ-ერთი ავტომობილი მგზავრი იყო. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...