- Advertisement -

ბათუმში აფეთქების შედეგად 1 მოქალაქე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ბათუმში ჯინჭარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 7 ადამიანია დაშავებული. 5 მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, 2 მოქალაქე კლინიკაში დაზიანებებით თავად გამოცხადდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით 2 მოქალაქემ უკვე დატოვა საავადმყოფო. 5 მოქალაქე, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი კლინიაში რჩებიან. არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა 69-წლამდე ქალბატონი ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. მას სხეულის 10%-მდე მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული და ასევე თავის ქალის ღია ჭრილობა. ამ დროისთვის მისი მდგიმარეობა სტაბილურად მძიმეა.

Comments
Loading...