- Advertisement -

ბათუმში აღმაშენებლის 19-ში დევნილებისთვის ბინების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

ბათუმში აღმაშენებლის 19-ში დევნილებისთვის ბინების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო. 5 აპრილამდე კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი შენდება. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა.

ვითარების გასაცნობად ადგილზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მივიდა. მას ადგილზე ის დევნილი ოჯახებიც დახვდნენ რომლებმაც 2006 წელს 7000 დოლარის ოდენობით კომოენსაცია მიიღეს თუმცა დღემდე საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფომ მათი ბინებით უზრუნველყოფაც უნდა მოახდინონ.

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე დევნილებისთვის კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯი2 ბილდინგი“ აწარმოებს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 9 მილიონი ლარი გამოიყო. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

Comments
Loading...