- Advertisement -

ბათუმში, გარევაჭრობით გათავისუფლებულ წერეთლის ქუჩაზე კვიპაროსებს რგავენ

ამ წუთებში მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები კვიპაროსებს ქუჩის მიმდებარედ რგავს. სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით ქუჩაზე ტერიტორიაზე სულ 50 კვიპაროსი განთავსდება და ქუჩა ძველ იერსახეს დაიბრუნებს.

ტერიტორიაზე დილიდან შეიკრიბა გარემოვაჭრეთა ნაწილი. შეკრებილების განცხადებით მერიის მიერ შეთავაზებულ ბონის დასახლებაში ახალ ავტოსადგურში განკუთვნილ სავაჭრო დაწესებულებაში გადასვლას არ დაუშვებენ, რადგან იქ შესაბამისი შემოსავალი ვერ ექნებათ, გარევაჭრობა კი მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო:

“რა თქმა უნდა აქციებს გავმართავთ. სადგურში ვერაფერს გავყიდით, ფაქტობრივად მშიერი ვრჩებით”- აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

გვიან მთელი ღამის განმავლობაში წერეთლის ქუჩაზე გარე ვაჭრობის ჯიხურების აღება და დასაწყობება მიმდინარეობდა, რასაც მოვაჭრეების მხრიდან წინააღმდეგობა და ხმაური მოჰყვა. სიტუაციას სამართალდამცავები არეგულირებდნენ. გარე ვაჭრობის პრობლემა წერეთლის ქუჩაზე წლებია გამოწვევად რჩება სხვადასხვა ხელისუფლებისთვის. ტერიტორიის მოწესრიგებას ქუჩის მცხოვრებლებიც ითხოვენ და აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ხმაური და ანტისანიტარიაა.

Comments
Loading...