ბათუმში გარემოვაჭრეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს ipressბათუმი დამატების თარიღი 28 იანვარი, 2019 72 დაკავებული სამართალდამცავებმა სამმართველოში გადაიყვანეს. შუახნის ქალს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის მუხლებით აქვს წაყენებული. გარემოვაჭრეები ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარედ იმყოფებიან, როგორც შეკრებილები აცხადებენ არ დაიშლებიან სანამ მერია წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობის უფლებას არ მისცემს. აქციაბათუმიგარემოვაჭრეები