- Advertisement -

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება

ბათუმში  ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება.-ამის შესახებ "აიპრესს" ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურმა განუცხადა. მათი თქმით, თანხები გაწერილია 2019 წლისთვის და შესაძლოა ამ დროისთვის მოხერხდეს ძეგლის დადგმა,ხოლო პროცედურები აგვისტოს ბოლოსკენ დასრულდება.

"ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ  შეთანხმების დონეზეა, ძეგლის დადგმას სჭირდება გარკვეული პროცედურები, ამ პროცედურების  დასრულების შემდეგ დაახლოებით, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ინტერვიუებში განაცხადა აგვისტოს ბოლოსკენ მოხდება მიწის გამოყოფის თაობაზე განკარგულების  მიღება, საკრებულო  იმსჯელებს ამაზე თუმცა საკითხი შეთანხმებულია.

შემდგომ იქნება გარკვეული პროცედურები,რაც ძეგლის დადგმას ესაჭიროება,მერიამ უნდა განახორციელოს ეს პროცედურები, შეიძლება გამოცხადდეს ტენდერი,კონკურსი ესკიზზე და ასე შემდეგ.

ასევე საჭიროებს ძეგლთა დაცვის კომისიასთან შეთანხმებას  თბილისში და შემდეგ უკვე მერია გამოყოფს თანხას. დაახლოებით ვარაუდობენ, რომ 2019 წლისთვის შესაძლოა მოხერხდეს ძეგლის დადგმა, თანხები გაიწერება 2019 წლისთვის ამაზეა საუბარი,საბოლოოდ გადაწყვეტილება,რომ ძეგლი უნდა დაიდგას შეთანხმებულია"-განაცხადა პრეს სამსახურმა

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა

Comments
Loading...