- Advertisement -

ბათუმში დაკარგული 15 წლის მოზარდი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ თბილისში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მე-10 კლასის მოსწავლე თბილისში მეგობართან იპოვეს. უწყების ცნობით, გოგონა უვნებელი, თავს კარგად გრძნობს და უკვე ბათუმში, მშობლებთან მიჰყავთ.

გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა გაავრცელა. გოგონას გაუჩინარებას დედა თანატოლების მიერ გაურკვეველ სექტაში გაწევრიანებას უკავშირებს. ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...