- Advertisement -

ბათუმში, დამოიკიდებლობის დღის აღნიშვნა 12:00-დან დაიწყება

დამოიკიდებლობის დღეს ზეიმობენ ბათუმშიც. ზღვისპირა ქალაქში ღონისძიებები 12 საათიდან კადეტების ფიცით დაიწყება და სხვადასხვა სახის ღონისძიებებით გაგრძელდება.

საოცრებათა მოედანზე უკვე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და ჯავშან ტრანსპორტი. აღჭურვილობით განსაკუთრბით ტურისტები ინტერესდებიან და სამახსოვროდ ფოტოებს იღებენ.

ევროპის მოედანზე აგრარული გამოფენა მოეწყობა, სადაც ფერმერები ადგილობრივი პროდუქციის რეალიზებას მოახდენენ.

ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მიძღვნილ ღონისძიებებს საღამოს ანბანის კოშკის მიმდებარედ გალა კონცერტი დახურავს.

Comments
Loading...