- Advertisement -

ბათუმში, დრამატული თეატრის გახსნის ცერემონიის პარალელურად ოპოზიცია აქციას მართავს

kldiashvili.ge – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით განახლებულ სცენაზე დაიდგა, მისი რეჟისორი ანდრო ენუქიძეა.

განახლებული თეატრის პრემიერას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრიც ესწრება. პარალელურ რეჟიმში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო აქციას მართავს. ოპoზიციის წარმომადგენლებმა დღეს მთავრობის სახლთან გამოფენილი პერფორმანსის ბანერები მიიტანეს და მამუკა ბახტაძეს მისი დაინტერესებისკენ მოუწოდეს.

სახელმწიფო დრამატულ თეატრის სრული რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და ფონდი „ქართუს“ მიერ 14,5 მლნ ლარით დაფინანსდა. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. შეცვლილია თეატრის მთავარი სცენის ინტერიერი. რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, შეიცვალა იატაკი და გათბობის სისტემა. შეცვლილია იარუსების ფერიც. რესტავრაცია ჩაუტარდა ჭერის მხატვრობასაც. თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

Comments
Loading...