- Advertisement -

ბათუმში ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში“ გამართულ ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის მე-19 ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ჭადრაკის ფედერაციისა და ფიდეს ხელმძღვანელი პირები.

ევროპის ჩემპიონის ტიტული ხორვატმა ივან სარიჩმა მოიპოვა. გამარჯვებულმა 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს 20 ათასი ევრო გადაეცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ივან სარიჩს გამარჯვება მიულოცა და მომავალში ახალი მიღწევები და სპორტული გამარჯვებები უსურვა.

ბათუმში გამართულ ჩემპიონატში 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 23-მა მონაწილემ, 2019 წელს ხანტი-მანსიისკში დაგეგმილი ვაჟთა შორის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბათუმმა უკვე მეორედ უმასპინძლა კონტინენტის პირველობას, პირველად მსგავსი შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა. 

Comments
Loading...