- Advertisement -

ბათუმში ე.წ. “ოცნების ქალაქში” 2 500-მდე ოჯახს 5 საერთო მრიცხველი ემსახურება

ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილობრივრბმა დღეს აქცია გამართეს და დამატებითი მრიცხველების დამონტაჟება მოითხოვეს. როგორც "ოცნების ქალაქში" თვითნებურად დასახლრბულები ჰყვებიან, აღნიშნულის გამო ხშირია ავარიული გამორთვები და ელქტროსადენებზე ხანძრის გაჩენის ფაქტები. ადგილობრივების განმარებით თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, საპროტესტო აქციას აჭარის მთავრობის სახლთან გააგრძელებენ.

"გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება დასახლებაში, თვეში 20 ათას ლარამდე საფასურს ვიხდით, დაგვიმონტაჟონ ის რაოდენობა მრიცხველები და მკვებავი წერტილები, რაც ელექტროენერგიის ნორმალური გამოყენების საშუალებას მოგვცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხმრავალი აქციით მთავრობის სახლთან გადავინაცვლებთ"-ამბობს აქციის მონაწილე მარინა ბერიძე

აქციის მონაწილეები ელექტროქსელების მოწესრიგებას ორ დასახლებაში, ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ტერიტორიებზე ითხოვენ.

Comments
Loading...