ბათუმში, თოჯინების თეატრში დამატებითი მცირე სცენა მოეწყობა ipressბათუმი დამატების თარიღი 26 ნოემბერი, 2018 85 ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე ბაგრატ მანველიძე სტუმრობდნენ. მინისტრები თოჯინების თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, ასევე, დაათვალიერეს თეატრის სარდაფი, სადაც თოჯინების თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი მოეწყობა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გადაიხურა შიდა ეზო, სადაც იგეგმება დამატებითი მცირე სცენის მოწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს. ბათუმითოჯინების თეატრი