- Advertisement -

ბათუმში ივანე მესხის ჩიხში მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 8 წელია უშედეგოდ ითხოვს

პროტესტის ნიშნად მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა და ტერიტორიაზე წყლის, ბუნებრივი აირის, სანიაღვრე სისტემისა და გზის მოწესრიგება მოითხოვა. მათი განცხადებით მერია ინფრასტრუქტურის მოწყობაზე უარის მიზეზად ტერიტორიაზე დაგეგმილ ავტობანის მშენებლობას ასახელებენ. ადგილიბრივები ითხოვენ ტერიტორიაზე დროებუთ მაინც მოეწყოს ცხოვრებისთვის აუცილებელი ელემენტარული პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეოვა ერთი ჯვირის განმავლობაი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავს.

"2010 წელს იყვნენ აქ მოსული მაგისტრალი კეთდებაო გვითხრეს გადაზომეს და იმის მერე აღარავინ მოსულა, არაფერის გაკეთების უფლებას არ გვაძლევენ, გვეუბნებიან ავტობანი უ და გაკეთდესო. არ გვაწ ელემენტარული პირობები, 8 წელია ქალაქის ტერიტოტიაზე ვცხოვრობთ გაზის, წყლის და კანალიზაციის გარეშ, გვპირდებიან მაგრამ არაფერი კეთდება. გვითხრან წესიერად კეთდება თუ არა მაგისტრალი, ან მოგვცენ კომპენსაცია, ან დროებით მაინც გაგვიკეთონ ელემენტარული ინფრასტრუქტურა." – განუცხადა "აიპრესს" ერთერთმა ადგილობრივმა ირმა შაინიძემ.

Comments
Loading...