ბათუმში ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაბათუმი დამატების თარიღი 17 იანვარი, 2022 5 ბათუმში ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდითი სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა შტორმისგან დანაგვიანებული სანაპირო. ხორციელდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდა. გზებზე გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. შეუფერხებლად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები.