- Advertisement -

ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 2021 წელს სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო ფართობი 330 675 კვ.მ-ს შეადგენს. რეაბილიტაციის ფარგლებში, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა სანიაღვრე ჭები და მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. მიმდინარეობს წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია.

რეაბილიტირებულ ქუჩებზე აქტიურად ხორციელდება გამწვანების სამუშაოები. წელს ბათუმში 1 მილიონი ყვავილი და 3 ათასი ხე-მცენარე დაირგვება.
2020 წელს 54 ქუჩისა და შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა.
2018 წლიდან განახლდა მუნიციპალური ავტოპარკი. ბათუმს 40 დიზელზე მომუშავე და 8 ელექტროავტობუსი შეემატა. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობენ.

Comments
Loading...