- Advertisement -

ბათუმში, კაზინო “ინტურისტის” თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად ხიმშიაშვილის ქუჩა გადაკეტეს

აქციაზე დილიდან შეკრებილები აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან სანამ მათ კომპანია “მეტროს” წარმომადგენლები არ შეხვდებიან და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების პრობლემას არ მოუგვარებს.

“4 რიცხვი იყო როცა დაიკეტა კაზინო, ჩვენი მეპატრონე გაიქცა თურქეთში, თანამშრომლები ხელფასების ასაღებად ავიდნენ და მოვიდნენ მეტროს თანამშრომლები და მთლიანი თანხა წაიღეს, გვითხრეს რომ 30 რიცხვამდე მოხდებოდა ხელფასის ანაზღაურება მარა არავინ ჩაგვირიცხა. ვართ ასე უყურადღებოდ, სახლემწიფო არ ინტერესდება ჩვენი მდგომარეობათ და არც კომპანია გამოდის კონტაქტზე. ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს და ვითხოვთ თვენახევრის ანაზღაურებას” – აცხადებს კაზინოს ერთერთი თანამშრომელი ვალტერ დუმბაძე.

კაზინოს ყოფილი თანამსრომლები თავდაპირველად კომპანიის სათაო ოფისში შეჭრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც დაცვის პოლიციამ არ მისცა. ამ დროისთვის ისინი სასტუმროს შესასვლელთან იმყოფებიან, სადაც კომპანიის ოფისია განთავსებული და ვიზიტორებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

Comments
Loading...