- Advertisement -

ბათუმში ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია “ცენზურა და ტექსტი” გაიმართა

5 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მარჯანიშვილის თეატრის დრამატურგის ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ცენზურა და ტექსტი“ გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

ლაშა ბუღაძემ ბსუ-ს სტუდენტებს, პროფესორებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას ცენზურის ფენომენზე ესაუბრა ანტიკური პერიოდიდან თანამედროვეობამდე: ცენზურა ანტიკურობაში, ცენზურა და საზოგადოება, ცენზურა და რელიგია, თვითცენზურა და უცენზურობა და ა.შ.

შეხვედრაზე მწერალმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცენზურაზე ანტიკურობაში, სადაც გამკონტროლებლად საზოგადოება, რელიგიური წრეები და სახელმწიფო გვევლინება. საუბარი შეეხო რომის იმპერიის, შუასაუკუნეებისა და საბჭოთა ცენზურას. საჯარო ლექციათა ციკლი ყველა იმ საკითხს მიმოიხილავს, რომელზეც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ლაშა ბუღაძის წიგნში ,,საუბრები ცენზურაზე’’ აკეთებენ აქცენტს.

შეხვედრა მწერალთან ბსუ-ს ლიტერატურული კლუბის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით გაიმართა.
დღეს, 6 ოქტომბერს 12:00 საათზე ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 234 აუდიტორიაში.

Comments
Loading...