- Advertisement -

ბათუმში, ლიტერატურული კონკურსი “ჩვენ და ილია 2018” ჩატარდება

2018 წლის 29 აპრილსა და 5 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში, II – XII კლასის მოსწავლეთათვის „ალმასის’’ მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი „ჩვენ და ილია 2018“ ჩატარდება.

კონკურსის სპონსორიები და მხარდამჭერები  არიან: "ჩერი"; "National Geographic საქართველო"; ;  "ნებულა", ქართული ხილისა და წვენების კომპანია – "ნექტარინი", ბათუმის კინოთეატრი "აპოლო", საიფორმაციო სააგენტო iPress.ge და iRegions.ge.

კონკურსის მიზნები:

  1. ახალგაზრდების  შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება კონკურენტულ პირობებში;

  2. მოსწავლეების და ზოგადად ახალგაზრდების ცხოვრების გამრავალფეროვნება და გახალისება;

  3. ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება;

  4. ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისა და ღვაწლის გაცნობა;

  5. ეროვნული უმცირესობების ქართულ ენასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა.

მონაწილეები:
საჯარო და კერძო  სკოლის მოსწავლეები: II – XII კლასები
კონკურსში მონაწილეობა ფასიანია
კონკურსის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება; ტესტებში, კლასების ცოდნის მიხედვით,  მოცემული იქნება შესაბამისი ღია და დახურული კითხვები. კითხვები შეეხება ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას, მოღვაწეობასა და შემოქმედებას.
კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცემა სერთიფიკატი  აქტიური მონაწილეობისათვის. კონკურსის ბოლოს გამოვლინდება 6 გამარჯვებული და 6  საუკეთესო მონაწილე, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები, ფასიანი საჩუქრები, სხვადასხვა კომპანიების მიერ დაწესებული პრიზები.

კომპანია "ალმასის’’ მთავარი მიზანია თანამედროვე საზოგადოებაში ინოვაციური, ჯანსაღი განათლების დამკვიდრება და ხელშეწყობა. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კონკურსები სკოლის მოსწავლეთათვის, რომელიც მოსწავლეების წახალისებას, ინტელექტუალური აზროვნების ჩამოყალიბებას და ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. ეს უკანასკნელი მომავალში გაზრდის განათლების ხარისხს და ახალგაზრდებს თავიანთი შემოქმედებითი უნარების კონკურენტულ პირობებში წარმოჩენასა და განვითარებაში დაეხმარება.

სარეგისტრაციო ბმული – https://goo.gl/forms/LsZ4xRxAtMqHOVm72 

Comments
Loading...