- Advertisement -

ბათუმში, მარიამ ჯახუტაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში აღინიშნა საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, საქართველოს დამსახურებული პედაგოგის, მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ცნობილი ქართველი მომღერლისა და ვოკალის პედაგოგის მარიამ ჯახუტაშვილის 60 წლის იუბილე. მარიამ ჯახუტაშვილს იუბილე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიულოცა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის სამინისტროს მადლობის სიგელი გადასცა.

საიუბილეო საღამოზე მარიამ ჯახუტაშვილს მიენიჭა ქალაქ ბათუმის მერიის საპატიო წოდება – „ დამსახურებული მოღვაწე“. ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გამართულ ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდა. მარიამ ჯახუტაშვილი არის კავკასიელ ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, 2010-2012 წლებში მას მიენიჭა სრული პროფესორისა და დამსახურებული მასწავლების წოდება.

Comments
Loading...