- Advertisement -

ბათუმში მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა

შემთხვევა ერთი კვირის წინ საქორწინო დარბაზში დაფიქსირდა. დაზარალებულების ინფორმაციით ძლიერი ინტოქსიკაციით ასამდე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც კლინიკაში აღმოჩნდნენ. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 4 ადამიანი განაგრძობს.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული იხსენებს ქორწილის მეორე დღეს დარბაზში მყოფებს ცხელება და პირღებინება დაეწყოთ. რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი ამას ექსპერტიზა დაადგენს.

"ჩემი შვილის ქორწილი იყო. მეორე დღეს ჩემი ოჯახიდან 5 ადამიანი გახდა ცუდათ, მათ შორის მეც, მქონდა მაღალი სიცხე და პირღებინება. მას მერე მირეკავენ ქორწილის სტუმრები, 100 ადამიანი მოიწამლა. ვინმემ ხომ უნდა გაგვცეს პასუხი რა მოხდა. მე-8 დღეა და კიდევ მკურნალობს ნაწილი, არ გამოვრუცხავთ საკვებში ქიმიური ნივთიერება მოხვედრილიყო" – განაცხადა ასმათ დევაძემ.

ინტოკსიკაციის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაციას არ ფლობენ საქორწინო დარბაზის ადმინისტრაციაში. მათი განმარტებით აღნიშნული პრობლემა მათ 4 თანამშრომელსაც შეეხო.

Comments
Loading...