- Advertisement -

ბათუმში მასწავლებელთა რეგიონალური კონფერეცია გაიმართა

აჭარის განათლების ფონდის/მასწავლებელთა სახლის ორგანიზებით 22-24 დეკემბერს მასწავლებელთა რეგიონალური კონფერეცია სახელწოდებით „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ განათლების ექსპერტები, პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები. კონფერენციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი დაესწრო.

კონფერენციის პროგრამით გათვალისიწნებული იყო პლენარული და სექციური მოხსნებები შემდეგი მიმართულებებით: ქართული ენა და ლიტერატურა, დაწყებითი განათლება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება, უცხოური ენები, მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია, განათლების მართვა, ინკლუზიური განათლება.
 

Comments
Loading...