- Advertisement -

ბათუმში მოპედი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, დაშავებულია 25 წლის მამაკაცი

ავტოსაგზაო შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. შეჯახების შედეგად მოპედის 25 წლის მძღოლი გადმოვარდა და თავი ბორდიულს დაარტყა.

მედიკოსების განცხადებით მამაკაცს თავზე ღია ნახეთქი ჭრილობა აქვს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...