- Advertisement -

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება იწყება

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სასტუმროების მენეჯერებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში არსებული მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროების მენეჯმენტი ესწრებოდა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება და რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრის მთავარი თემა იყო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება, რომელსაც ბათუმი 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ქალაქში მგავსი მასშტაბისა და დონის სპორტული ღონისძიება პირველად ტარდება. ოლიმპიადის ფარგლებში რეგიონს 180 ქვეყნის 3000-ზე მეტი წარმომადგენლები ეწვევა.

სამუშაო შეხვედრის მიზანია ხელისუფლებისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, რათა ქალაქი მზად დახვდეს სტუმრებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ყველა ის საკითხი, რაც კერძო სექტორს რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით აინტერესებს.

„ჩვენი მთავარი მიზანია მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას შევხვდეთ მაქსიმალურად მომზადებული. მნიშვნელოვანია ტურისტული ობიექტები, ეს იქნება განთავსების, კვებისა თუ ტრანსპორტის ღირსეულად დახვდნენ ქალაქის სტუმრებს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში რეგიონს ეწვევა ათასობით ვიზიტორი, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის შესახებ ინფორმაციას უკვე თავიანთ ქვეყნებში გაავრცელებენ და მნიშვნელოვანოა ყველა სერვისი უმაღლეს სტანდარტს პასუხობდეს. დღეს, შევხვდით სასტუმროების მენეჯმენტს და უკვე ქალაქის მერიასთან ერთად გავიარეთ ყველა ის საკითხი, რაც მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა. ჩვენ მსგავს შეხვედრებს ისევ გავაგრძელებთ, რომ კერძო სექტორთან კოორდინირებულად ვიმოქმედოთ და ერთობლივად შევძლოთ მზად დავხვდეთ როგორც ზაფხულის ტურისტულ სეზონს, ასევე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას",- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

Comments
Loading...