- Advertisement -

ბათუმში, მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვლა

აეროპორტის მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...