- Advertisement -

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ფაზა იწყება

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ფაზა იწყება. ამის შესახებ, აჭარის მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, “ოცნების ქალაქის” მშენებლობა რეგიონისთვის სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს, რომლის პირველი ფაზა აქტიურ ეტაპზეა, დღეიდან კი, მშენებლობის მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

“პირველ ეტაპზე მოხდება 582 ოჯახის დაკმაყოფილება, თუმცა პროექტი გაგრძელდება, სანამ ბოლო ოჯახი არ დაკმაყოფილდება შესაბამისი ღირსეული საცხოვრისით. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი იქნეს მობილიზებული და გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში”-განაცხადა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

Comments
Loading...