- Advertisement -

ბათუმში, “ოცნების ქალაქში” ნახევრად ხის ფიცრულ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით დამწვარია 50 კვადრატიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ცნობისთვის, თვითნებურად დასახლებულ, ე.წ ოცნების ქალაქში  საცხოვრებელ სახლებში ხანძარი ხშირად ჩნდება. უმეტეს შემთხევავში ცეცხლის გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტორსადენებია.

Comments
Loading...