- Advertisement -

ბათუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

22 აგვისტოს, 18:00 საათზე, აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში პრინტის მესამე საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით – „LIFE N STYLE“ გაიხსნება.

ფესტივალის მიზანია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების – ბეჭდვითი მედიის ისეთი დარგების განვითარება და პოპულარიზაცია როგორიცაა:ხელით ბეჭდვა, სერიგრაფია, ოფორტა, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია და გრავიურა. ეს ხელოვნების ის მოძველებული დარგებია, რომელიც ციფრულმა ტექნოლოგიამ ჩაანაცვლა და ფესტივალის ფარგლებში წარმოადგინა ახლებური გააზრებით.

ფესტივალში მონაწილეობენ ხელოვანები საქართველოდან, თურქეთიდან ,ესპანეთიდან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან , რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლიბანიდან და კანადიდან.

პროექტი „LIFE N STYLE“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ასოციაციის „არტ კავკასია“ ორგანიზებით იმართება.

პრინტ ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 23 აგვისტოდან თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, ხოლო 24 აგვსიტოდან არტ-კაფე „ბოტანიკოში“ შეუძლიათ.

Comments
Loading...