- Advertisement -

ბათუმში, საახალწლო ფოლკლორული კონცერტი გაიმართა

2017 წლის 25 დეკემბერს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, მ. კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "არსიანი“ საკონცერტო დარბაზში რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.

კონცერტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდნენ. საახალწლო კონცერტში მონაწილე 10 ფოლკლორული ანსამბლის ყველა მონაწილე შემოსილი იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შეძენილი სასცენო კოსტიუმებით. სამინისტრო მადლობას უხდის ფოლკლორულ ანსამბლებს „ ბათუმური ზაფხული 2017“-ის კონცერტებში მონაწილეობისთვის.

Comments
Loading...