- Advertisement -

ბათუმში სამი ავტომობილის შეჯახების გამო პუშკინის ქუჩა გადაკეტილია

ხიმშიაშვილის გზაჯვარედინთან ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი რამდეიმე წუთის წინ შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ბიგადის ინფორმაციით მამაკაცს ყურზე ჰქონდა მსუბუქი დაზიანება მიღებული და ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. სამაშველო სამსახურის ბრიგადა კი ატოსაგზაო შემთხვევის ადგილს ასუფთავებს.

ადგილობრივების განცხადებით პუშკინი-ხიმშიაშვილის გზაჯვარედინზე ავტომობილების შეჯახება ხშირია. ისინი ბათუმის მერიისგან შუქნიშნის დამონტაჟებას ითხოვენ.

Comments
Loading...