- Advertisement -

ბათუმში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ელჩი იმყოფებოდა

ბათუმს სამუშაო ვიზიტით გერმანიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან, KfW-ს წარმომადგენელთან რეგიონალური განვითარების საკითხებში დიტერ იაკობსთან და შპს ,,ბათუმის წყლის“ გენერალურ დირექტორთან მარიკა გვიანიძესთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) პროექტით განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

იმყოფებოდნენ ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე, რომელიც 2012 წელს აშენდა. აღნიშნული პროექტისთვის გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (KfW) 17 მილიონი ევრო გამოყო.
ასევე დაათვალიერეს ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის პროცესი. პროექტი KfW-ს შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება 3,6 მილიონ ევროს შეადგენს.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი ასევე იმყოფებოდა ჩაქვის სათავე ნაგებობაზე.

Comments
Loading...