- Advertisement -

ბათუმში “სანდასუფთავების” სამსახურმა სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარა სკვერებს, პარკებს, საბავშვო ატრაქციონებსა და სპორტულ მოედნებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, შპს “სანდასუფთავების” სამსახურმა სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარა სკვერებს, პარკებს, საბავშვო ატრაქციონებსა და სპორტულ მოედნებს.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა და წყლის ჭავლით ჩამოირეცხა ატრაქციონები.დეზინფექცია ჩაუტარდა პარკებში განთავსებულ სკამებსაც.საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია.

Comments
Loading...