- Advertisement -

ბათუმში სანიაღვრე არხების და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში უხვი ნალექი მოვიდა. ძლიერი წვიმის გამო, ძირითადად დაიტბორა ქალაქის მონაკვეთები რომელთა რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "ბათუმის წყალის" მორიგე ჯგუფები 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ხორციელდება სანიღვრე არხების და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები. კონკრეტული ქუჩის მონაკვეთებში კი ამოტუმბვითი სამუშაოები. 

"ბათუმის წყალის" ქოლ-ცენტრზე შემოსულ ყველა ზარზე ხორციელდება დროული რეაგირება. ასევე, „ბათუმის წყალი“ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ხდება ქალაქის ქუჩების გადამოწმება და კონკრეტულ შემთხვევებზე ქოლ-ცენტრის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება .სპეცტექნიკის მეშვეობით 

უწყვეტ რეჟიმშმი მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდა.
მოსახლეობას ვთხოვთ, სანიაღვრე არხებთან და ცხაურებთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ქოლ-ცენტრის მეშვეობით ნომერზე (0422) 242222 ან 1152

Comments
Loading...