ბათუმში “სასცენო მოძრაობისა და რიტმიკის სწავლება თანამედროვე პრაქტიკაში” მასტერკლასები ჩატარდა ბათუმი დამატების თარიღი 19 ოქტომბერი, 2017 350 18 ოქტომბერს სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებმა დოდო ჩოგოვაძემ და შოთა გეგიაძემ სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩაატარეს მასტერკლასები „სასცენო მოძრაობისა და რიტმიკის სწავლება თანამედროვე პრაქტიკაში“. სასცენო მოძრაობის და რიტმიკის დისციპლინები სამსახიობო ოსტატობის კომპლექსური სწავლების აუცილებელი პროგრამული ელემენტია. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებით სტუდენტებისათვის ჩაატარეს მასტერკლასები – პრაქტიკული მეცადინეობები, რიტმიკის (დოდო ჩოგოვაძე) და სასცენო მოძრაობის (შოთა გეგიაძე) მიმართულებით. მასტერკლასები ტარდება სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით. მასტერკლასი გაიმართებს 20 ოქტომბერს რიტმიკაში 11:00 საათზე, სასცენო მოძრაობაში – 16:00 საათზე. სსიპ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის N51 აუდიტორიაში.