ბათუმში საფანტი თოფით დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა ბათუმი დამატების თარიღი 19 დეკემბერი, 2017 356 17 წლის ანრი ცინცაძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ორი ჭრილობით გუშინ კლინიკა "მედინაში" გადაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით მოზარდი მამის ძმის სახლში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც საფანტი თოფიდან მოხდა გასროლა. დაშავებული მოზარდის ბაბუა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია გასროლა შემთხვევით მოხდა თუ მიზანმიმართულად. მისივე განცხადებით დაშავებულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. კლინიკა "მედინაში" აცხადებენ, რომ პაციენტი გუშინ 5 საათზე მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. მას სახის არეში ძვლოვანი სისტემის 50% დაზიანებული აქვს. ყბა სახის ქირურგის განცხადებით პაციენტი ამდროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას სანადირო თოფიდან იღლიისა და სახის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. ფაქტზე გამოძიება 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.