- Advertisement -

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა და ასევე დააზიანა მიმდებარე შენობები. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სახანზრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. ასევე ადგილზეა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ერთ-ერთი დაზარალებული სავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მიემართებიან.

სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

Comments
Loading...