- Advertisement -

ბათუმში, სკოლასთან 12 წლის მოზარდი დაჭრეს

ბათუმში 12 წლის მოზარდი მე-7 საჯარო სკოლასთან დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა ბათუმში მე-7 საჯარო სკოლის მინდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის სასწავლო დაწესებულებაში არ დაწყებულა. მისთვის უცნობია კონფლიქტის მიზეზები თუმცა ადასტურებს რომ დაჭრილი მოსწავლე საავადმყოფოდი უკვე მოინახულა და ამ დროისთვის ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაცია მოკვლევას აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია და საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დღეს, 2 აპრილს, ბათუმში მეშვიდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 წლის ბიჭი დაჭრეს. მედიკოსებმა დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანება კოჭის არეში აღენიშნებოდა.

Comments
Loading...