ბათუმში სტიქიისგან დაზარალებული 58 ოჯახი კომპენსაციას მიიღებს ბათუმი დამატების თარიღი 15 აგვისტო, 2018 117 ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტომ დაადგინა, რომ გასულ კვირას ძლიერი წვიმის შედეგად 58 ოჯახი დაზარალდა. სააგენტოს დირექტორის ჯუმბერ კობალაძის თქმით, თითოეულ ოჯახს დაახლოებით 200 დან 500 ლარამდე ზარალი მიადგა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციას ბათუმის მერია ერთი კვირის ვადაში განახორციელებს.