ბათუმში ფესტივალი “კერამიკის ალქიმია” საზეიმოდ გაიხსნა ბათუმი დამატების თარიღი 7 სექტემბერი, 2018 95 ბათუმში 29 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით საერთაშორისო ფესტივალი „კერამიკის ალქიმია“ იმართება. 5 სექტემბერს ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმში ფესტივალი საზეიმოდ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გახსნა. ყოველდღიურად ფესტივალის ფარგლებში ანბანის კოშკის მიმდებარედ, ადგილობრივი და უცხოელი წამყვანი კერამიკოსები ატარებენ ვორქშოპებს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ასევე, მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ თიხაში მუშაობისა და გამოწვის ტექნოლოგიების ვორქშოპში, რომელიც 7 სექტემბერს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ეზოში გაიმართება. ფესტივალის მიზანია, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაცია, ტურიზმისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება რეგიონში.