ბათუმში “ქართული ოცნების” ოფისში დახურულ კარს მიღამა 6 საათიანი შეხვედრა დასრულდა ბათუმი დამატების თარიღი 16 აგვისტო, 2018 116 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო სამუშაო შეხვედრა რეგიონში არსებულ გამოწვევბთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თავი შეიკავა. "შეხვედრა გვქონდა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს წევრებსა და მერებთან, როგორც პარლამენტის წევრებთან, ასევე უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან. არცერთ საკადრო საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა" – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურისთვის პარტია "ქართული ოცნება" მხარდაჭერას ირაკლი კობახიძემ განმარტავს: "ჩვენ არ ჩამოგვიყალიბებია საერთო პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირრბით, თუმცა სამი კვირა გქვაქვს დარჩენილი იმისთვის რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. შესაბამისად ამ ეტაპზე განცხადებუსგან თავს შევიკავებ"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.