- Advertisement -

ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

“არა ქიმიურ ტერმინალს”- ამ სლოგანით ბათუმში ტერმინალის მშენებლობა მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფმა გააპროტესტა. საინიციატივო ჯგუფის ერთერთი ხელმძღვანელის ვატო მებუნიშვილი განცხადებით, ამ დრომდე უცნობია ხელისუფლებისგან ტერმინალის მავნე ზემოქმედების შესახებ, ექსპერტიზის დასკვნა კი გაყალბებულია.

“ვითხოვთ გამჭვირვალე პროცესს, პირდაპირ სატელევიზიო დებატებს, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ნებართ ები გაიცემა კანონდარღვევით, არავინ არაფერს გვიხსნის, ამიტომ ვატარებთ მდუმარე აქციას, იმის გამოსახატად, რომ ხელისუფლება დუმს”-აცხადებს ვატო მებურიშვილი.

კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. პროექტის თანხმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

ტერმინალის მშენებლობის პროექტს ხელი 14 იანვარს მოეწერა. პროცესს საქართველოს ეკონომიკის ინისტრიც ესწრებოდა. გიორგი ქობულიამ მაშინ განაცხადა რომ ტერმინალის უსაფრთხოების ნორმები სრულად იქნება დაცული.

Comments
Loading...