- Advertisement -

ბათუმში, ქუჩისთვის ტატუნაშვილის სახელი მიენიჭებას, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა

ინიციატივა საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალრი მოძრაობის" წევრებმა დააყენეს და დღის წესრიგში შეტანას ითხოვდნენ. თუმცა უმრავლესობამ საკითხის დღეს განხილვას მხარი არ დაუჭირა. ოპოზიცია მიიჩნევს რომ სიმბოლური იქნება მეფის რუსეთთან ასოცირებული საზოგადო მოღვაწის სახელი სწორედ არჩილ ტატუნაშვილის სახელით შეიცვალოს.

საკრებულოს უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ თემაზე ჯერ კომისიის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. ასევე საჭიროა მოქალაქეების გამოკითხვა და მათი აზრის გათვალისწინებაც. დეპუტატები ამბობენ, რომ საკითხის, 29 მარტის დღის წესრიგში შეტანა, პროცედურული დარღვევა იქნებოდა.

Comments
Loading...