- Advertisement -

ბათუმში ღია არხების დახურვის საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს

აღნიშნულის მიზეზი ცენტრალურ ქუჩაზე ღია არხში ჩავარდნილი 19 წლის ქალი გახდაა. შემთხვევის შედეგად მრავლობითი დაზიანებებით დაშავებული მეუღლემ საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა დაშავებული ამ დრომდე სტაციონარში რჩება. მედიკოსების განცხადებით მას ვარდნის შედეგად სახისა და თავის ტრამვა აქვს მიღებული, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

თეონა კოჩალიძე ე.წ. ანგისის დასახლებაში მეუღლესთან ერთად ფეხით მიდიოდა რა დროსაც შემთხვევით იქვე მოწყობილ ღია არხში ჩავარდა. ცენტრალურ მაგისტრალთან განთავსებულ ღია არხზე პასუხისმგებელი ბათუმის მერიის აიპი "ბათუმის წყალია". კომპანიაში განმარტავენ, რომ მსგავსი ღია არხები ქალაქის სხვა ტერიტორიებზეც არსებობს და ის მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი არ არის. ელენე ნოღაიდელის განცხადებით შესაძლოა აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ღია არხების დახურვის საკითხიც განიხილონ.

Comments
Loading...