- Advertisement -

ბათუმში, ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში თვითნებურად შეჭრილი ოჯახები სამართალდამცავებმა უკან გამოიყვანეს

სამართალდამცველებმა გამთენიისას ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში თვითნებურად შეჭრილი ოჯახები გამოასახლეს.

შენობა 30-მდე ოჯახმა თვითნებურად გუშინ გვიან ღამით დაიკავა. ამბობენ, რომ არიან სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები. მათივე თქმით, საცხოვრებელი წლებია არა აქვთ და ბინის ქირის გადახდას ვერ ახერხებენ, ხელისუფლება მათ დახმარებას წლებია უშედეგოდ ჰპირდება, რის გამოც ისინი ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ შეიჭრნენ ყოფილი სამხედრო ბაზისშენობაში.

ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით უეყება კანონის ფარგლებში ოჯახების პრობლრმის მოგვარებას დაიწყებს.

Comments
Loading...