- Advertisement -

ბათუმში, შობის საზეიმო მსვლელობა “ალილო” გაიმართა

7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში ტრადიციული ალილოთი აღინიშნა. საზეიმო მსვლელობას საშობაო ნობათითა და ტკბილეულით შეუერთდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ბათუმში ალილოს მსვლელობა ტრადიციულად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან იწყება. მახარობლები სასულიერო პირებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ჩოხოსნებთან და მრევლთან ერთად ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიან და მსვლელობას ბათუმისთვის ბძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან ასრულებენ.

ზურაბ პატარაძემ ალილოს მსვლელობისას ხაზი გაუსვა ალილოს ტრადიციის მნიშვნელობას და მოუწოდა მოსახლეობას მონაწილეობს მიღებისკენ.. “მინდა გულწრფელად მივულოცო სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო ჩვენ ქვეყანას მშვიდობა, სიკეთე, განვითარება, მეტი სიყვარული. დღეს ყველა ერთად ვართ და ერთად ვზეიმობთ. არაჩვეულებრივია ტრადიციული ალილოს დღესასწაული. მინდა ყველას მოვუწოდო გამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა ალილოში და ყველამ ერთად ვაკეთოთ სიკეთე“.

ალოლოზე შეგროვილი ნობათი შეჭირვებულებს გადაეცემათ.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. ალილოს საშობაო მსვლელობა საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე რამდენიმე წელია ალამაზებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

Comments
Loading...