- Advertisement -

ბათუმში, შუახევის ფოლკლორის ამსახველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შუახევის ფოლკლორის ამსახველი წიგნის – „ექსპედიციები აჭარაში შუახევი 2016“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაციის ფარგლებში 2018 წელს საქართველოს ფოლკლორის ცენტრთან თანამშრომლობით გამოიცა. წიგნის პრეზენტაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე ესწრებოდნენ.

„სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ და გადავცეთ ის შემოქმედება, რომელიც ავთენტურად მხოლოდ ჩვენი კუთხისთვის და ამ შემთხვევაში შუახევის მუნიციპალიტეტისთვისაა დამახასიათებელი“ – აღნიშნა თეონა ბერიძემ.

წიგნში თავმოყრილია 2016 წელს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში ფოლკლორის სხვადასხვა დარგში (მუსიკა, ქორეოგრაფია. ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) მოძიებულ-ჩაწერილი მასალა და მისი შესწავლის შედეგები. აუდიო და ვიდეო დანართებში შესულია პორტატული ხმის ჩამწერით, ხმის ჩამწერი სტუდიითა და ვიდეო კამერებით ფიქსირებული ნიმუშები.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ბაგრატ მანველიძე, მინისტრის მოადგილეები ბადრი ნაკაშიძე, ირაკლი თავბერიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
 

Comments
Loading...