- Advertisement -

ბათუმში ციტრუსის II-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა

დღეს ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში“, ციტრუსის II-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2017“ გაიხსნა. ბიზნეს ფორუმის მიზანი ადგილობრივი ციტრუსის პოპულარიზაცია და სარეალიზაციოდ ახალი ბაზრების ათვისებაა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობა ავრცელებს.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ავთანდილ მესხიძემ. აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრი ფორუმის მონაწილეების წინაშე გასული ციტრუსის სეზონის ანალიზითა და მომავალი გეგმებით წარსდგა. ფორუმის მსვლელობისას პრეზენტაციები გამართეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ციტრუსით დაინტერესებული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო ფორუმში მეციტრუსეობის დარგის 9 ქვეყნის 27 კომპანიის 34 წარმომადგენელი მონაწილეობდა. იმპორტიორებმა ბელარუსიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო სამზადისის ტექნოლოგიურ პროცესებს.

ფორუმის ფარგლებში სტუმრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნაადრევი ჯიშის ციტრუსის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა.

„ციტრუსის ფორუმი 2017“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

Comments
Loading...