- Advertisement -

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დილის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძარცველმა კარის დაზიანების სემდეგ შეაღწია სუპერმარკეტში.

ობიექტის მეპატრონეები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ და არ აკონკრეტებენ რა წაიღო მძარცველმა მაღაზიიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

Comments
Loading...