- Advertisement -

ბათუმში, ჰოსტელში შეჭრილი მძარცველებიდან ერთ-ერთი სტუმარმა დააკავა

ბათუმში, რუსთაველის 10 ნომერში, რომლის მიმდებარედაც პოლიციის სამმართველოა ერთ-ერთი ჰოსტელის მობინადრეებს ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. როგორც ჰოსტელის მეპატრონე აცხადებს, სამოქალაქო ფორმაში გადაცმულები სტუმრებისთვის თანხისა და ტექნიკის გამოძალვას ცდილობდნენ. ირაკლი გლაზოვის მტკიცებით ყაჩაღობის დროს ერთ-ერთი პირი ჰოსტელის სტუმრებმა თავად შეიპყრეს და სამართალდამცავებს ფაქტის შესახებ შეატყობინეს.

“8 სტუმარი იყო ჰოსტელში, ერთერთი ჩემი სტუმარი სიგარეტს ეწეოდა ეზოში, ორი პირი მას თავს დაესხა და ასე შეაღწიეს შენობაში. ყვიროდნენ პილიციელები ვართ, სასწრაფოდ გამოაჩინეთ ნარკოტიკი და ნივთებიო, ერთს მობილური წაართვეს,კორეელი სტუმრისთვის უნდოდათ აიპოდის წართმევა, თუმცა მან არ მისცა, ამ დროს ისევ ჩემმა სტუმრებმა ერთერთი დააკავეს, პოლიციაც გამოიძახეს. პოლიცია ძალიან ოპერატიულად მოვიდა და მეორეც დააკავა, რომელიც გაიქცა.

ერთი დაღესტნელი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე კი ქართველი, არ ვიცი იარაღი ჰქონდათ თუ არა, როგორც გავიგე დაღესტნელს პოლიციაში დანა აღმოაჩნდა”-იხსენებს მომხდარს ჰოსტელის მეპატრონე ირაკლი გლაზოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ყაჩაღობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებუს ცნობით შემთხვევა 4 დეკემბერს მოხდა.

Comments
Loading...