ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით სტადიონი აშენდება ბათუმი დამატების თარიღი 14 დეკემბერი, 2017 352 ბათუმის სტადიონის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. "ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე" – ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა. ►ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. ►დოკუმენტს შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს ხელი. ►შპს „ანაგის“ მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს. ►ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა. ►სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ►სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. ►სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. ►იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება. ►სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, სპორტსმენების, VIP და მედიის. ►ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.