- Advertisement -

ბათუმში 30 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა

შემთხვევა განთიადის დასახლებაში დილის 10 საათზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით პაციენტს გულ-მკერდის დაჟეჟილობა და მუცლის ღრუს ტკივილი აღენიშნებოდა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები კი პაციენტს არ ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...